"როცა უკვე ხუთი წუთი გავიდა და ჯერ კიდევ არ გითხოვია მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება" - ილონ მასკის სკანდალური მიმი ზელენსკზე
მილიარდერმა სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი "ტვიტერი") ფლობელმა, ილონ მასკმა, ამავე სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მიმი გამოაქვეყნა.
ეს სოცქსელებში პოპულარული ფოტოა, რომელსაც მასკმა ზელენსკის სახე მოარგო. მასზე ვხედავთ უკრაინის პრეზიდენტს დაძაბული გამომეტყველებით. ფოტოს თან ახლავს წარწერა: "როცა უკვე ხუთი წუთი გავიდა და ჯერ კიდევ არ გითხოვია მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება".