რა ხდება ფოთში, სადაც ძლიერი წვიმი გამო ქუჩები დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები ფოთშიც შექმნა. უხვის ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
„წლებია ეს პრობლემა დგას და ამ დრომდე ვერ გვარდება. ყოველი უხვი ნალექის მოსვლას შიშით ველოდებით. ხელისუფლებამ ეს საკითხი ოდესღაც ხომ უნდა გადაჭრას? ამბობენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობსო, მაგრამ არა მგონია ასე იყოს”, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
"ინტერპრესნიუსი"