"ღმერთო, დაიფარე სრულიად სამყარო" - რამდენიმე წუთის წინ გურიიდან შემაშფოთებელი კადრები გავრცელდა
უხვმა ნალექმა ოზურგეთში პრობლემები შექმნა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.
წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
რამდენიმე ადგილზე ჩამოშლილია მიწის ფართობები. მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.