"ყველა სტუმარს შეეძლო ბატონ მერთან და მის მეუღლესთან ფოტოს გადაღება. ძალიან მომეწონა მისი ჩაცმულობის ყველა დეტალი" - კვირის პალიტრა

"ყველა სტუმარს შეეძლო ბატონ მერთან და მის მეუღლესთან ფოტოს გადაღება. ძალიან მომეწონა მისი ჩაცმულობის ყველა დეტალი"

რას ამბობს დალი ჩიტალაძე "თბილისობაზე" კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის ჩაცმულობაზე, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კითხვები გააჩინა

2023 წლის 30 ოქტომბერი... - თბილისის მერი საზეიმო ღონისძიებებს ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო...

2023 წლის "თბილისობისა" და 2019 წლის 26 მაისის სტატიებს ის საერთო აქვთ, რომ გაჩნდა, მოსაზრება, თითქოს ულამაზესი ანუკი არეშიძე ორივე ღონისძიებას ერთი და იმავე სამოსით დაესწრო... საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კითხვა დასვა, - ასეთი რა გაუჭირდა, პროტოკოლის მიხედვით შეცდომა არისო და ასე შემდეგ...

2023 წლის "თბილისობის" დღესასწაულს ჩვენთან საუბარში მოდის ექსპერტი - დალი ჩიტალაძე აფასებს...

- მინდა გითხრათ, რომ 2023 წლის "თბილისობის" დღესასწაულზე უელეგანტურესი იყო ჩვენი წყვილი - კახი კალაძე და ძალიან ლამაზი და მომხიბლავი - ანუკი არეშიძე, ორივენი პროტოკოლის ნორმის აბსოლუტური დაცვით იყვნენ წარმოდგენილნი...

საერთოდ, ეს წყვილი ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძია...

კახის მიმართ სუბიექტური ვარ, რადგან ძალიან მომწონს, როგორც მერი, მეუღლე, მამა, საოცარი ოჯახის პატრონია... განსაკუთრებით არაჩვეულებრივი იყო კახი წელს "თბილისობის" დღესასწაულზე, ძალიან მომეწონა მისი ჩაცმულობის ყველა დეტალი - კოსტიუმი, თეთრი პერანგით - ყველაფერი საოცარი!

აუცილებლად უნდა ვახსენოთ სხვებიც, ვინც "თბილისობაზე" გამოირჩეოდნენ. მინდა შევაფასო - მაკა კვიციანი და მისი მეუღლე, რომლებიც ძალიან კარგად იყვნენ შემოსილები, უელეგანტურესი იყო მაკაც...

ასევე, საოცრად ელეგანტური იყო ეკა კახიანი... საერთოდ, საღამო იყო მეტად ლამაზი, ამაღლებული, ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილი. განსაკუთრებით იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოწვეულ ყველა სტუმარს შეეძლო ბატონ მერთან და მის მეუღლესთან ფოტოს გადაღება. ეს დღესასწაულის განსაკუთრებული შტრიხი იყო.

- ახსენეს, რომ ანუკი არეშიძე 2019 წლის 26 მაისს და 2023 წლის თბილისობის დღესასწაულზე ერთი და იმავე სამოსით დაესწრო...

- ანუკის ცისფერი კოსტიუმი და შარვალი ძალიან უხდებოდა, ძალიან ტრენდული ფერია და, საერთოდ, ანუკის ჩაცმა არასოდეს ეშლება... ორივე წელს გადაღებულ ფოტოებს დავაკვირდი და ზუსტად ვერ ვიტყვი, ერთი და იგივეა თუ - არა. შეიძლება სხვადასხვა ქსოვილია, თითქოს, ეს უფრო სხვა ფერი მეჩვენება, ის - სხვა... თუმცა ერთი და იგივეც რომ იყოს, სულ სხვა აქსესუარებზე აცვია და - სულ სხვანაირად. ამაში ცუდი რა არის, ლუქი გაიმეოროს? პირიქით, მეც მაქვს ჩემთვის საყვარელი, ელეგანტური კოსტიუმები, რომლებსაც სხვადასხვა ფეხსაცმელსა და აქსესუარს ვუხამებ და ბევრჯერ ვიმეორებ... ეს არ არის შეცდომა, პირიქით, ზუსტად მის მაღალ გემოვნებას უსვამს ხაზს!

ქალს ყოველთვის შეუძლია გაიმეოროს ისეთი ელეგანტური და ძვირფასი სამოსი, რომელიც დროს უძლებს.

იხილეთ ფოტოები მერის "ფეისბუქზე"

(სპეციალურად საიტისთვის)