"მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა" - კვირის პალიტრა

"მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა"

იმის მიუხედავად, რომ ვრჩები იგივე აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი, ჩვენ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტის შექმნა, ისევე როგორც არ უნდა დაგვეშვა პრეზიდენტის უკანონო პატიმრობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ვუყურებთ და ვხედავთ საერთაშორისო კვლევების შედეგებს, რომ ქართველი ხალხის 60%-მდე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ვართ - მუქარის, ზეწოლის, დაშინების და ა.შ., მათი ნება არის ურყევი. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას - ნუ აღუდგებით ქართველი ხალხის ნებას წინ, რადგან ქართველი ხალხი პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.