რა საფრთხეს ქმნიან რუსული კომპანიები საქართველოში?! - კვირის პალიტრა

რა საფრთხეს ქმნიან რუსული კომპანიები საქართველოში?!

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი "საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორებით გამოწვეული რისკების კვლევას" აქვეყნებს. კვლევის მიზანია გამოკვეთოს საქართველოში რუსული გავლენის მიმართ მოწყვლადი სექტორები და შესაბამისი რისკების შესამცირებლად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით სახელმწიფოს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს.

ISET-ი იმ სექტორებს გამოყოფს,რომლებშიც საქართველოში რუსული გავლენა შეინიშნება

"შესწავლილ ინდუსტრიებში რუსეთის მფლობელობაში არსებული ბიზნეს აქტივების სექტორული მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ ასეთი აქტივების მოცულობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ელექტროენერგიის სექტორში, რასაც მოსდევს ნავთობისა და ბუნებრივი აირის, კომუნიკაციების, სამთო მოპოვების და მინერალური წყლების სექტორები. ტურიზმის, საბანკო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებში რუსული კაპიტალის არსებობით გამოწვეული გავლენა მცირეა ან არ არსებობს" - წერია კვლევაში.

-0:01 კვლევაში იდენტიფიცირებულია რუსეთის მოქალაქეების ან რუსული კომპანიების მიერ საქართველოში ბიზნეს აქტივების ფლობასთან დაკავშირებული ექვსი ძირითადი რისკი.

პირველ რიგში, რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ქართულ ეკონომიკაში ბიზნეს აქტივების ფლობა რუსეთს საშუალებას მისცემს გაზარდოს თავისი პოლიტიკური ზეგავლენა ქვეყანაში. გარდა ამისა, საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში რუსული ბიზნესების კორუფციული წარსულის გათვალისწინებით, კვლევაში ხაზგასმულია კორუფციის ექსპორტის, როგორც მნიშვნელოვანი რისკის, აქტუალიზების საშიშროება (მაგ., გადასახადებისგან თავის არიდება, ფულის გათეთრება, „მბრუნავი კარის“ შემთხვევები, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ბოროტად გამოყენება და ა.შ).

განაგრძე კითხვა