"7-ჯერ შვიდი ორმოცდაცხრა - კიდევ კარგი, რომ შემშლოდა..." - კობახიძის რეპლიკა ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას - კვირის პალიტრა

"7-ჯერ შვიდი ორმოცდაცხრა - კიდევ კარგი, რომ შემშლოდა..." - კობახიძის რეპლიკა ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას

" არაა ეს კომპეტენციური დავა, რომ ეს არის 2-ჯერ ორი ოთხი და არა, მაგალითად, 7-ჯერ შვიდი ორმოცდაცხრა - კიდევ კარგი, რომ შემშლოდა..." - ამის შესახებ ირაკლი კობახიძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განაცხადა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 12:00 საათიდან მიმდინარეობდა.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.