"მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლას" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლას" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში?

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

როგორც ზურაბიშვილი წერს, პრეზიდენტისა წარმომადგენლებმა უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას.

“მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“,- წერს ზურაბიშვილი „ფესიბუქ“ გვერდზე.