რატომ მიიჩნევს გია ხუხაშვილი, რომ სალომე ზურაბიშვილს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და "ციხის ადმინისტრაცია" მეთვალყურეობს - კვირის პალიტრა

რატომ მიიჩნევს გია ხუხაშვილი, რომ სალომე ზურაბიშვილს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და "ციხის ადმინისტრაცია" მეთვალყურეობს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელზეც უნდა გადაწყდეს - დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.

"ხელისუფლების არგუმენტაცია ისე შორს მიდის, რომ მიდიხარ ლოგიკურ დასკვნებამდე - მათი გაგებით:

1. პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არსებობს და ის მხოლოდ მთავრობის რუდიმენტული ნაწილია.

2. პრეზიდენტს ეზღუდება არა მხოლოდ უფლებამოსილებები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის უფლებები. ანუ, ფაქტობრივად მას მისჯილი აქვს შინაპატიმრობა და მხოლოდ “ციხის ადმინისტრაციის” გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობის ქვეშ შეუძლია გადაადგილება.

3. პრეზიდენტს ეკრძალება ლაპარაკი…ემანდ რამე ისეთი არ წამოსცდეს, რაც ხელისუფალს არ მოეწონება", - წერს გია ხუხაშვილი.