ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა - ფიჯელმა მორაგბემ საქართველოსთან მატჩამდე გაიგო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარდაიცვალა და ის მაინც გავიდა მოედანზე
შაბათს, რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 12:17 დამარცხდა.
მას შემდეგ, რაც ფიჯიმ საქართველო დაამარცხა, ნაკრების წევრი ჯოშუა ტუისოვა მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
თამაშის მიმდინარეობისას და დასასრულს სპორტსმენს არაფერი ეტყობოდა რამხელა ტრაგედია ტრიალებდა მის თავს. ჯოშუამ მატჩის დასასრულს დაარიგა ავტოგრაფები და პოზირებდა თაყვანისმცემლებთან ერთად, თუმცა მის გულშემატკივრებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორი ტკივილი იმალებოდა მისი ღიმილის მიღმა.
მედია წერს, რომ ფიჯელმა სპორტსმენმა სწორედ საქართველოსთან მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაიგო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარდაიცვალა. თუმცა თამაშზე გამოსვლა მაინც გადაწყვიტა, რათა თავის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დახმარებოდა.
ნახევარდაცვის ძალოვანმა მოთამაშემ, შვილის გარდაცვალების ამბავი მამისგან შეიტყო. 7 წლის ტიტო ხანგრძლივად ავადმყოფობდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა. ბოლოს ბავშვი ფიჯის ქალაქ ლაუტოკას კლინიკაში იყო.