საწვავის გაძვირების გამო, მოსალოდნელია თუ არა პროდუქტების გაძვირება საქართველოში?!
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ, აკრძალოს საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, საქართველოში საწვავზე ფასების მყისიერი ზრდა გამოიწვია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, აისახა თუ არა სადისტრიბუციო კომპანიებზე ფასების ზრდის ეფექტი.
ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საწვავის ფასის ზრდის გავლენის მათ სექტორზე ასახვა მოსალონელი არ არის.
„ლარი პანიკურად, სულ რამდენიმე დღით იყო გაუფასურებული, ამიტომ ჩვენს სექტორს ამაზე სწორება ნამდვილად არ ჰქონია. ვერ იქნებოდა გავლენაც. რაც შეეხება საწვავის ფასის ზრდას, როგორც საერთაშორისო ასევე, ადგილობრივ ბაზარზე, დისტრიბუცია ძირითადად დამოკიდებულია დიზელის საწვავზე, რომელზე ფასიც დიდად არ გაზრდილა. 10-15 თეთრითაა გაზრდილი, რაც ევრო5-ის სტანდარტის შემოღებას უკავშირდება და ამისთვის ისედაც მზად ვიყავით.
ფასის ზრდა ძირითადად ბენზინს შეეხო და ფასი ბოლო წელში 60-70 თეთრით გაიზარდა, ბენზინის მოხმარება კი, კომპანიებში მაქსიმუმ 20%-ია. ამიტომ, ამ ეტაპზე საწვავიდან და კურსიდან გამომდინარე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის"