"რაც დედამ შვილი დაწყევლა, ყველა აქანაა თავმოყრილი... სხვა ქართველი პოლიტიკოსებივით არ ვეზიზღები აქაურ ემიგრანტებს" - რას ჰყვება გოგი წულაია სტრასბურგიდან?
ქუთაისელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გოგი წულაიას ჩვენს საზოგადოებაში ბევრი იცნობს, ახსოვთ მისი განსაკუთრებული იუმორი, პოლიტიკაზე გამოთქმები, მათ შორის "დროშა ვერ დაკიდენ!", რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ბატონი გოგი ამჟამად სტრასბურგში იმყოფება და საფრანგეთის სახელმწიფოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, რის გამოც სასამართლოს მან უკვე მიმართა. როგორც ცნობილია, პოლიტიკოსი ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდება ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც ერთ-ერთში გამართლდა და ციხიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ პოლიტიკოსს სტრასბურგში დავუკავშირდით:
- ბატონო გოგი, მოგესალმებით. ქართველ საზოგადოებას დააკლდა თქვენი ორიგინალური გამოთქმები და იუმორი. საწყენია, რომ ცნობილი მიზეზების გამო საქართველოდან წასვლამ მოგიწიათ.
- წასვლამ კი არ მომიწია, სინამდვილეში საქართველოდან პოლიტიკური მოტივით გამომაგდენ და ამიტომ ვარ სტრასბურგში. რაც კარგიც არის, ვფიქრობ, აქედან უფრო მეტს გავაკეთებ საქართველოსთვის. დაბრუნებას არ ვაპირებ, სანამ პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება. ისე, კიდევ კარგი, გამოვასწარი. რაც პატიოსანი მოსამართლის, ლია ორკოდაშვილის დამსახურებაა. მან გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, თორემ მეორე მოსამართლე ისე მიყურებდა, როგორც მამის მკვლელს. მართალია, ქალბატონი ლიას ეს განაჩენი მერე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობით შეცვალა და ქალბატონი ლია პენსიაზე გაუშვეს, თუმცა ყველამ ვიცით, ეს რატომ ხდება, სანამ ხელისუფლება ერთი კაცის ხელშია, სულ ასე იქნება. კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.
- სარჩელი რატომ შეიტანეთ საფრანგეთის სასამართლოში?
- ეს ქვეყანა თავშესაფარს ადვილად არ იძლევა. მე მითხრეს, თქვენი ქვეყანა უსაფრთხოა, წადი და იქ სასამართლო სამართლიანად გაგასამართლებსო. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველგან ტყუის. იმედია, დავამტკიცებ, რა "სამართლიანი" ქვეყნიდანაც ვარ და პოლიტიკურ თავშესაფარს მივიღებ.
ემიგრაცია ძნელია ჩემნაირი კაცისთვის, ვინც ენა არ იცის, Mმაგრამ ჩემს აქ ყოფნას მართლა აქვს კარგი მხარე: ჯერ ერთი, აქედან უფრო ბევრს გავაკეთებ, მეორეც საქართველოში ყველა არჩევნების შემდეგ სულ იმაზე ვყვიროდი, არჩევნები გამიყალბეს-მეთქი. ასეც იყო, მაგრამ სულ ერთი და იგივე როგორ უნდა იყვირო! გარდა ამისა, თავად გავხდი დასაცავი, როცა ხალხი თავის დასაცავად მირჩევდა.A ამიტომ მირჩევნია ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო.
- ამწუთას როგორ გამოიყურება თქვენი თვალთახედვით საქართველო?
- უშველებლად, რადგან ყველაფერი ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა. ამას არ ეშველება არაფერი, სანამ უკრაინა ომს არ მოიგებს. თუ არადა, მთელი საქართველო ემიგრაციაში გამოცვივდება, ოღონდ უკრაინა რომ მოიგებს, მაგაში დარწმუნებული ვარ.
- სტრასბურგის ქართული ემიგრაცია გაიცანით? შემზარავი ფოტოები გამოაქვეყნეს, ხალხი კარვებშია შეყუჟული და სამშობლოში დაბრუნება მაინც არ უნდათ. რა სჭირთ ასეთი, თქვენსავით პოლიტიკურ დევნილებად ხომ არ თვლიან თავს?
იხილეთ სრულად - „კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე“