"არაჰუმანურობაა რელიგიის ასეთი ფორმით დამცირება.. სახლი ჩემთვის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც დაცულად ვგრძნობდი თავს..." - რა დახვდა სამირა ბაირამოვას სახლის კართან?
სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოებში ჩანს, რომ მისი სახლის კარზე შავი საღებავით ჯვარი, კართან კი რუსეთის დროშა მიახატეს.
"არ ვიცი რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება, დილით ადრე სავარჭიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე ჯერ ვერ მივხდი რა არის და ასეთი ამბები დამხდა. თქვენ იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ არაკულტურულობაა და არაჰუმანურობა რელიიგის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მშლის არც ერთი რელიგიური სიმბოლიკა. შინ ევროპისკენ-ის და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე, შეღებეს. დროშის ადგილზე კი “ გახსოვდეს აგვისტოს ომი” ლოგო. ეს მოიპარეს თუ რა ქნეს არ ვიცი. არადა მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთად ერთი ადგილი სადაც დაცულად და მშვენიურად ვგრძნობდი თავს ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღე!" - წერია ტექსტში.