ვიქტორია ბექჰემი დევიდის ღალატის შესახებ ალაპარაკდა - "ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო" - კვირის პალიტრა

ვიქტორია ბექჰემი დევიდის ღალატის შესახებ ალაპარაკდა - "ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური პერიოდი იყო"

ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი მისი მე­უღ­ლის ღა­ლა­ტის სკან­დალ­ზე სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და.

ჭო­რე­ბი 2003 წელს, მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც დე­ვი­დის პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი, რე­ბე­კა გა­მო­ვი­და და ფეხ­ბურ­თელ­თან რო­მან­ზე ილა­პა­რა­კა. მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ო­რე ქა­ლიც მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ფეხ­ბურ­თელს 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და. დე­ვი­დის ორი­ვე რო­მა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში გამ­ჟღავ­ნდა.

"ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი პე­რი­ო­დი იყო", - აცხა­დებს ვიქ­ტო­რია Netflix-ის დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში "Beckham", რომ­ლის პრე­მი­ე­რა 4 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა. ვიქ­ტო­რი­ას თქმით, მე­უღ­ლის ღა­ლა­ტით ძა­ლი­ან იყო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი და მას­ზე ბრა­ზობ­და.

Spice Girls-ის ყო­ფი­ლი წევ­რი სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რებს უმ­ხელს, რომ მან ტრავ­მა­ზე ხმა­მაღ­ლა მხო­ლოდ იმი­ტომ არ ისა­უბ­რა, რომ ქმრის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა არ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა.

"ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ მის­მენ­და, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი მის სა­ჭი­რო­ე­ბებს", - დას­ძენს ვიქ­ტო­რია.

მან ბექ­ჰემ­ზე 1999 წლის ივ­ლის­ში იქორ­წი­ნა. 2003 წელს დე­ვი­დი "რეალ მად­რიდ­ში" სა­თა­მა­შოდ, ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ვიქ­ტო­რია კი თა­ვის შვი­ლებ­თან - ბრუკ­ლინ­თან და რო­მე­ოს­თან ერ­თად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დარ­ჩა.

წყვი­ლი ოთხნა­წი­ლი­ან დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში არ ასა­ხე­ლებს იმ ქა­ლე­ბის სა­ხე­ლებს, ვის­თა­ნაც დე­ვიდს რო­მა­ნი ჰქონ­და, თუმ­ცა მათი ვი­ნა­ო­ბა მკი­თხვე­ლის­თვის ისე­დაც ცნო­ბი­ლია. გააგრძელეთ კითხვა