რამდენი მილიონი ლარით დაფინანსდება სალომე ზურაბიშვილის ადმინსტრაცია?!
2024 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსება ეზრდება.
კერძოდ, 2023 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტი 9.3 მლნ ლარი იყო, მომავალი წლისთვის კი, ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტისთვის 9.6 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.
ადმინისტრაციაში სულ 69 დასაქმებულია, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 3.9 მლნ ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება გასულ წლებს, 2022 წელს პრეზიდენტის აპარატს 8.9 მლნ ლარის ბიუჯეტი ჰქონდა, 2021 წელს კი, 7.1 მლნ ლარი.
BPN.GE