"ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, მინ­და და­გამ­შვი­დოთ, რომ ამ კა­ნონ­ში ლე­ი­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ არის" - კვირის პალიტრა

"ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, მინ­და და­გამ­შვი­დოთ, რომ ამ კა­ნონ­ში ლე­ი­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ არის"

"თქვენ რა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე და კარ­ვებ­ზე ლა­პა­რა­კობთ! ომ­ბუდსმე­ნი სცე­მეთ დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს შუა ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და აივ­ნებ­ზე ეს­რო­დით ხალ­ხს გა­ზის ყუმ­ბა­რებს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც "შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

თა­ლაკ­ვა­ძემ სი­ტყვის გა­მოს­ვლი­სას თა­მარ ჩარ­კვი­ანს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ამ კა­ნონ­ში ლე­ი­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ არის და­გეგ­მი­ლი“."ბა­ტო­ნო რო­მან, კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ის უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლად, რომ შე­მოგ­ვა­სა­ღეთ, ეგ­რეც არ ყო­ფი­ლა ეგ ამ­ბა­ვი. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, კარ­ვე­ბი, რა­ტო­მაც და­ტო­ვეთ რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე და ბო­ლოს, რა უქე­ნით მაგ ხალ­ხს. ისიც კარ­გად ვი­ცით, ქუ­ჩე­ბი, ყვე­ლა გა­სას­ვლე­ლი რომ ჩა­უ­კე­ტეთ, ამო­ახ­რჩვეთ გაზ­ში ხალ­ხი და ხელ­კე­ტე­ბით, რომ ცე­მეთ ბავ­შვი­ან-ქა­ლი­ა­ნად ყვე­ლა, ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს ეგ. თქვენ რა, მარ­თლა კარ­ვე­ბის დად­გმა გინ­დო­დათ აქ და დე­მოკ­რა­ტი­ას აჩ­ვე­ნებ­დით ვინ­მეს? გა­დახ­ვე­დით მთე­ლი პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა ლა­მის სხვა ქა­ლაქ­სა და სხვა ქვე­ყა­ნა­ში აგ­რძე­ლებ­დით საქ­მი­ა­ნო­ბას. ეგ იყო თქვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი, გჭირ­დე­ბო­დათ მა­შინ, გა­ი­თა­მა­შეთ, მა­შინ, რა­ღაც პარ­ტია, მაგ­რამ ისიც ვერ მი­იყ­ვა­ნეთ ბო­ლომ­დე წე­სი­ე­რად. ადე­ქით და ბო­ლო­ში მა­ინც და­არ­ბი­ეთ ის ხალ­ხი. ამი­ტომ ძა­ლი­ან გთხოვთ ახლა კარ­ვე­ბის ტო­ლე­რან­ტე­ბად ნუ გა­მო­იყ­ვა­ნეთ აქ თქვე­ნი თავი.

მინ­და თა­მარ ჩარ­კვი­ა­ნი და­ვამ­შვი­დო, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, თქვენ რაც და­ა­ა­ნონ­სეთ, ეს იყო ლე­ი­ბე­ბის რე­ვო­ლუ­ცია და მინ­და და­გამ­შვი­დოთ, რომ ამ კა­ნონ­ში ლე­ი­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ არის და­გეგ­მი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის რი­ტო­რი­კას, რამ­დენ­ჯერ­მე წა­მოგ­ვა­ძა­ხა აქ მი­ტინ­გებ­ზე სა­ერ­თოდ ვინ დგა­ხარ­თო, თუ შე­იძ­ლე­ბა ხელი აწი­ო­თო? მე მინ­და მას შევ­თა­ვა­ზო, რომ ერთი კვი­რით გად­მოჯ­დეს უბ­რა­ლოდ ჩვენს მხა­რეს, მინ­და კი­დევ ერთხელ გა­ვაც­ნო ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუ­დენ­ტო­ბი­დან იბ­რძო­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ სხე­დან. ასე­ვე, აქ არის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ომ­ბუდსმე­ნი, ვინც ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ომ­ბუდსმე­ნად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი და ვინც გა­ბე­და და თქვენ პირ­სის­ხლი­ან რე­ჟიმს და­უ­პი­რის­პირ­და. ძმა, რომ და­უ­ჭი­რეთ და რომ შე­უთ­ვა­ლეთ, რომ "შენ ძმას ცი­ხი­დან არ გა­მო­უშ­ვებ, თუ არ შე­წყვეტ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა­სო“, ეგეც კარ­გად იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და იმ ძმა­მაც, რომ შე­მო­გით­ვა­ლათ, რომ "სა­დამ­დეც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა დავ­რჩე­ბი ცი­ხე­ში, სა­ნამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მარ­თა­ლი არ გა­ი­მარ­ჯვებ­სო“, ესეც ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თქვენ რა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე და კარ­ვებ­ზე ლა­პა­რა­კობთ! ომ­ბუდსმე­ნი სცე­მეთ, დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს შუა ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და აივ­ნებ­ზე ეს­რო­დით ხალ­ხს გა­ზის ყუმ­ბა­რებს.

რო­მელ აქ­ცი­ა­ზე გწყდე­ბათ გული ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში? მა­გა­ლი­თი, რომ მოგ­ვიყ­ვა­ნოთ. რო­მე­ლი აქ­ცია ვერ ჩა­ა­ტა­რეთ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთე­ლი ამ საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში? სად გწყდე­ბათ გული? სად ვერ შე­იკ­რი­ბეთ? რა პრობ­ლე­მა შე­გექ­მნათ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის კუ­თხით? მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი შე­გექ­მნათ, როცა თავ­დას­ხმებს გეგ­მავ­დით და ძა­ლა­დო­ბას აქე­ზებ­დით აქ, პარ­ლა­მენტზე და ცეს­კო­ში, რომ იჭ­რე­ბო­დით ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, რომ მერე არ­ჩევ­ნე­ბი გამ­ქრა­ლად გა­მო­გე­ცხა­დე­ბი­ნათ, მა­გა­ზე კი შე­გექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი. ჯერ ეს მას­ხა­რა­ო­ბა რა არის?! სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ბო­ლოს და ბო­ლოს თქვენ­მა სა­თაყ­ვა­ნე­ბელ­მა ლი­დე­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ეგ ინ­ფორ­მა­ცია, ერ­თმა თქვა, რომ ია­რაღ­ზეც უნდა გა­ვიკ­რათ ხე­ლიო, მე­ო­რემ სა­პა­ტიმ­რო­დან შე­მოთ­ვა­ლა, რომ პი­რი­ქი­თო სუს-ს მეტი უნდა ეთ­ქვაო, არა ვართ კმა­ყო­ფი­ლიო, სი­ნამ­დვი­ლე­ში მეტი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია იგეგ­მე­ბაო. მე­სა­მემ კი­დევ თქვა, რომ სტა­ტუს, რომ ვერ მი­ვი­ღებთ დე­კემ­ბერ­ში და იან­ვარ­ში არე­უ­ლო­ბე­ბი უნდა მო­ვა­წყო­თო, აბა, ჩვენ არ­ჩევ­ნებს სად ვე­ლო­დო­თო. პირ­და­პირ და­ა­დას­ტუ­რეს და თქვენ რო­გორ ბე­დავთ, რომ სა­კუ­თარ ლი­დე­რებს უპი­რის­პირ­დე­ბით!“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ. ტეგები თემაზე: