"უკრაინის მხარდაჭრაში ნებისმიერი პაუზა დღეს მხოლოდ რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენაა" - კვირის პალიტრა

"უკრაინის მხარდაჭრაში ნებისმიერი პაუზა დღეს მხოლოდ რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენაა"

უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"აშშ უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის, დემოკრატიის დაცვაში ერთ-ერთი ლიდერია. ვგრძნობ, რომ აშშ-ში არსებობს ჩვენს მიმართ მხარდაჭერა", - აღნიშნა ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Sky TG24-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინას აქვს „თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა“ და „დიდი მხარდაჭერა კონგრესში“.

"შეერთებულმა შტატებმა არ დაუშვა ჩვენი დაცემა ძალიან რთულ დროს. მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ხმები. თქვენ იცით, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს შორის იყო განსხვავებული ხმები, მაგრამ უმეტესწილად, „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ უკრაინას უჭერდნენ მხარს," - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, ამიტომ მხარდაჭერის შეჩერება ან ბრძოლის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა აგრესორის დახმარებას ნიშნავს. "საქმე არ ეხება უკრაინისთვის დახმარების არ აღმოჩენას და ჩვენი შეტევითი ან თავდაცვითი მოქმედებების გართულებას. არა, ეს ასე არ არის. ნებისმიერი პაუზა დღეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების აღმოჩენაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"