თბილისში მანქანებს მასობრივად რუსეთიდან ჩამოსულები ძარცვავენ?!
სოცქსელში მოქალაქე ნოდო ჯაფარიძე სტატუსს აქვეყნებს და ბოლო დროს ავტომობილების გახშირებულ ძარცვაზე წერს.
"შეეცადეთ ავტომობილებს როცა გააჩერებთ, და გადახვალთ საქმეზე, არც საფულე და არც არაფერი ფასეული არ დატოვოთ ! განსაკუთრებით მოლების პარკირებებზე ! "ისთ ფოინთის" პარკინგზე სანამ მე გადავედი ვიღაცამ ჩემი მანქანის დაკეტვის დროს დააკოპირა ჩემი პულტის მონაცემები, სანამ მე გადასული ვიყავი, გააღო, გაშმონა და წავიდა ! არაფერი მიდევს ზოგადად ფასეული, შესაბამისად არაფერი მოუპარავს !
ამასაც ვერ გავიგებდი, რომ არა პოლიციიდან ზარი, რომ თურმე ვიღაცას რამდენიმე მანქანა გაუღია. მათ შორის ჩემიც, და გაუძარცვავს. კამერებზე გადამოწმებისას ჩემი მანქანაც ამოვარდა და დამიბარეს პოლიციაში. საქმე ყოფილა აღძრული ! როგორც გაირკვა და მითხრეს, რუსეთიდან არიან შემოთრეულები და მიდის "მოშნი" ძარცვა მანქანების ! ჰოდა იყავით ყურადღებით ! იმედია ჩემნაირად გაგიმართლებთ !", - წერს მომხმარებელი.