პოლიტიკური სკანდალი?! - "2019 წლის სექტემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკეკები გამართა" - კვირის პალიტრა

პოლიტიკური სკანდალი?! - "2019 წლის სექტემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკეკები გამართა"

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკეკები გამართა. ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტს ეს ინფორმაცია გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა მიაწოდა.

"პრეზიდენტი ამ ინფორმაციას გიგზავნით ერთი თვეა და აქ რომ არ უნდა თქვათ არ იცით?" - მიმართა ირაკლი კობახიძემ ჩუგოშვილს

2019 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო.