"შვილები უნდა დაეტოვებინა და კლუბიდან არ მოვიდა, დამავიწყდაო... მივხვდი, რომ ბავშვთან მქონდა ურთიერთობა, შერიგების შანსი არ არის" - გიორგი ყიფშიძე ყოფილ ცოლსა და ნარკოტიკებზე - კვირის პალიტრა

"შვილები უნდა დაეტოვებინა და კლუბიდან არ მოვიდა, დამავიწყდაო... მივხვდი, რომ ბავშვთან მქონდა ურთიერთობა, შერიგების შანსი არ არის" - გიორგი ყიფშიძე ყოფილ ცოლსა და ნარკოტიკებზე

ორი თვის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი ყოფ­ში­ძე მე­სა­მე ცოლს და­შორ­და. თუმ­ცა ამ ამ­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ­დე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე მკერ­დზე მა­მა­კაცს კოც­ნი­და. ვი­დე­ოს იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ გი­ორ­გის დამ, ლე­ნუ­კამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ენი გა­სი­ე­ვა მათი რძა­ლი აღარ იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გა­სი­ე­ვა და ყიფ­ში­ძე, რომ­ლე­ბიც ორ სა­ერ­თო შვილს ზრდიდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე თვის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ქალი ბი­ნის არ­ქო­ნის გამო, ისევ ყო­ფილ ქმარ­თან ცხოვ­რობ­და. მომ­ხდა­რის შემ­დეგ ანიმ გი­ორ­გის სახ­ლი და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მე­გო­ბარ­თან გა­და­ვი­და. სა­ერ­თო შვი­ლე­ბი კი ჯერ­ჯე­რო­ბით მა­მას­თან რჩე­ბი­ან.

და­შო­რე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გიმ ენი­ზე თქვა, რომ ის ბავ­შვებ­საც აღარ ნა­ხუ­ლობ­და. ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ ენი "ქლა­ბე­რი“ გო­გოა და აღარ მოს­წონ­და, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო კლუბ­ში წას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და.

პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­ზის­სა და ნარ­კო­ტი­კებ­ზე ამ­ჯე­რად გი­ორ­გიმ გა­და­ცე­მა­ში "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი: ისა­უბ­რა:

"მე­ო­რე ცოლ­თან ანი ჩი­ქო­ვან­თან მე ვარ დამ­ნა­შა­ვე. მე ძა­ლი­ან ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი. მარ­ტო ღა­ლა­ტი არ იყო, ძა­ლი­ან ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი. რაც შე­ე­ხე­ბა ენის, მაგ ასაკ­ში ეტყო­ბა ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ეტყო­ბა ძნე­ლია. უცებ 2 ბავ­შვი და ვერ აჰ­ყვა სი­ტუ­ა­ცი­ას და წა­ვი­და. ელე­მენ­ტა­რუ­ლი ბავ­შვის ჩა­ბა­ნა და რა­ღა­ცე­ბი ქალ­ში ხომ არის ინ­სტიქ­ტის დო­ნე­ზე, მას­თან არ იყო. მე მე­გო­ნა იდე­ა­ლურ რა­ღა­ცა­ში აღ­მოვ­ჩნდი და თურ­მე იმ­დე­ნად არას­წო­რი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი.... ბრმე­ბი ვართ ეს კა­ცე­ბი. ამას იცით რო­დის მივ­ხვდი? კლი­ნი­კი­დან გა­მო­ვე­დი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხვალ მაქვს სპექ­ტაკ­ლი, მეთ­ქი ბავ­შვე­ბი ვის და­ვუ­ტო­ვო და კლუ­ბი­დან იმი­ტომ არ მო­ვი­და, რომ და­მა­ვი­წყდაო. რა და­ა­ვი­წყდა? რომ ბავ­შვე­ბი უნდა და­ე­ტო­ვა? სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღიქ­ვამ­და ისეთ რა­ღა­ცებს, მივ­ხვდი, რომ ბავ­შვთან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. მივ­ხვდი, რომ უნდა ავ­რი­დე­ბო­დი. არა­ნა­ი­რი შე­რი­გე­ბის შან­სი არ არის" - ამ­ბობს გი­ორ­გი.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო