"ოცნება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში სრულიად უუფლებოა"
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს:
"ოცნება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში სრულიად უუფლებოა, რითაც თავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. პრეზიდენტის იმპიჩმენტის ეს პროცედურა არ არის სამართლებრივი დავა. ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით მოქმედებს - უნდა, რომ დაიქვემდებაროს პრეზიდენტის ინსტიტუტი.ჩემი პრემიერობის დროს არასოდეს არავის მოსვლია აზრად პრეზიდენტის მანდატის ამგვარად განმარტება. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია, მათ შორის საგარეო ურთიერთობებში, დაფუძნებული იყო კონსტიტუციის ნორმების სათანადო განმარტებაზე, საკონსტიტუციო ორგანოებს შორის ურთიერთპატივისცემაზე და რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში გამომდინარეობდა სახელმწიფოს ინტერესებიდან. პრეზიდენტს არასდროს ჰქონია ხელოვნური, არაკონსტიტუციური ბარიერები მისი საგარეო უფლებამოსილებების განხორციელებაში.ეს იყო პატივისცემა სახელმწიფოს, პრეზიდენტის ინსტიტუტის და საქართველოს მოქალაქეების, რომლებმაც პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი ქვეყნის სამართავად აირჩიეს", წერს გიორგი გახარია.