(VIDEO) "მხოლოდ ეს იქნება ჩემი საზრუნავი. აი, მაგაზე ვოცნებობ" - რაზე ოცნებობდა ზურაბ ჟვანია?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ერთ-ერთ ინტერვიუში აღწერდა, თუ როგორ საქართველოზე ოცნებობდა და რა იყო მისი მთავარი სურვილი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში:
"ყველაზე ხშირად იმაზე ვოცნებობ, საქართველო რომ აეწყობა და დალაგდება. ყველანი წყნარად რომ ვიცხოვრებთ და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. პარლამენტის წევრი იქნება თუ სხვა პროფესიის ადამიანი, დილით სამსახურში რომ წავა, ნორმალურად იმუშავებს და არ შეეშინდება იმის, თუ რას გადმოსცემენ რადიოთი - ეს სოფელი აიღეს, იქ კაცი მოკლეს, აქ რაღაც უბედურება მოხდა...
დაჯდება და იმუშავებს.
აი, ვიმუშავებ ეკოლოგიაზე, მხოლოდ ეს იქნება ჩემი საზრუნავი. აი, მაგაზე ვოცნებობ".