"საპატრიარქო ბიძინასთანაა, რუსეთი ბიძინასთანაა. ივანიშვილი ბუნებით მტაცებელია" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"საპატრიარქო ბიძინასთანაა, რუსეთი ბიძინასთანაა. ივანიშვილი ბუნებით მტაცებელია" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ბიძინა ივანიშვილი ბუნებით მტაცებელია.

მისი მტაცებლური ბუნების ყველაზე დიდი წარმატებაა ქართული სახელმწიფოს მიტაცება.

მას მიტაცებული აქვს ყველა ინსტიტუტი:

1. პრეზიდენტი - პრეზიდენტია, იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოინდომა

2. მთავრობა/პარლამენტი - ვინც მთავრობაში, ან პარლამენტშია, ყველა იმიტომაა რომ ივანიშვილმა მოინდომა

3. სასამართლო - ვინც სასამართლოშია, ყველა იმიტომაა რომ ივანიშვილმა მოინდომა

4. ბიზნესი - მართლმსაჯულება ივანიშვილისაა, საგადასახადო ივანიშვილისაა. რა ენაღვლება? - ვინც მასთან არ იქნება, საერთოდ არ იქნება ბიზნესში

5. ყველაზე დიდი ოპო ძალა - მათი ბელადი დილეგში ყავს და იმას ყველაფრის ფასად სურს გამოსვლა, საჯაროდ სთავაზობდა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის გაჩერებას გათავისუფლების სანაცვლოდ. გათავისუფლებაში სააკაშვილი მისცემს სულს, სამშობლოს, შვილებს, ჰარემს...

ამდენად, ივანიშვილს მთავარი ოპო ძალაც მიტაცებული აქვს.

ივანიშვილის კონტროლს მიღმა არსებული სიმძიმის ცენტრები - საპატრიარქო ბიძინასთანაა, რუსეთი ბიძინასთანაა.

ბიძინას მიტაცებულს იცავენ, მათ ინტერესშია. ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა, რაზეც ივანიშვილს კონტროლი არ აქვს, არის დასავლეთი.

ამას უკავშირდება ზუსტად რეჟიმის აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა.თუ დასავლეთის გამალებული დემონიზაციის ფონზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო - ჩათვლის რომ ანტიდასავლურმა პროპაგანდამ გაამართლა და დასავლეთიც მიიტაცა.

ეს მისი, როგორც მტაცებლის, ახალი მიღწევა იქნება.ცხადია ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს თუ მოგვცემს, საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანებიდან ამოვა მხოლოდ და ჩვენ ამაზე ბევრი საუბარი მოგვიწევს, რომ ივანიშვილის წარმატების ზიანი გავაკონტროლოთ და ამომრჩეველს ავუხსნათ, რომ რეჟიმი კვლავინდებურად პრობლემად რჩება.

მაგრამ ივანიშვილის მხრიდან ასე იქნება გაგებული", - წერს ჩერგოლეიშვილი.