"სიცოცხლის ბოლომდე შევინახავ განუზომელ პატივისცემას, აღფრთოვანებასა და სიყვარულს ამ ფენომენალური ადამიანის მიმართ" - იუნესკოს მშვიდობის ელჩი და აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ოჯახსა და საყვარელ მეუღლეზე - კვირის პალიტრა

"სიცოცხლის ბოლომდე შევინახავ განუზომელ პატივისცემას, აღფრთოვანებასა და სიყვარულს ამ ფენომენალური ადამიანის მიმართ" - იუნესკოს მშვიდობის ელჩი და აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ოჯახსა და საყვარელ მეუღლეზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა საზოგადოების ყურადღებას თავისი საქმიანობით, პოლიტიკური თანამდებობებითა და საოცარი გარეგნობით იქცევს. იუნესკოს მშვიდობის ელჩი და აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის პოლიტიკაში ჯერ კიდევ 2005 წელს ჩაერთო, როცა მმართველი პარტიის დეპუტატი გახდა. ამ ნაბიჯით კი ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მეჰრიბან ალიევა არ იქნებოდა ისეთი პირველი ლედი, როგორიც სხვა ქვეყნის პრეზიდენტთა მეუღლეები არიან.

906a8ae5737ad4985680e4e6f7bb4ee3-1696592406.jpg

პოლიტიკური თანამდებობის დაკავებამდე მეჰრიბან ალიევას, წარადგენდნენ როგორც ყველაზე ლამაზ, დახვეწილი გემოვნებისა და მშვენიერ პირველ ლედად. ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საკითხებში და ამჟამადაც აგრძელებს საქმიანობას.

მომავალი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მეჰრიბან პაშაევა 1983 წელს შეუღლდნენ. ახალგაზრდა გოგონა იმ პერიოდში აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. სწავლისას გაიცნო სტუდენტი ილჰამ ალიევიც, რომელიც შემდეგ ქვეყნის პირველი პირი გახდა.

მეჰრიბან პაშაევას და ილჰამ ალიევს ქორწინებაში სამი შვილი: ლეილა, არზუ და ჰეიდარი შეეძინათ.

a83709ec713e1c935896bf8fb80194ef-1696592406.jpg

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პირველ ლედისა და პრეზიდენტს ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე საუბარი მედიასთან არ უყვართ, ამიტომ მათ შესახებ ბევრ ინფორმაციას ინტერნეტ-სივრცეში ვერ იპოვით, თუმცა ერთ-ერთ გამოცემასთან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ ღირებულებებსა და ოჯახზე თავად ისაუბრა.

05-1696592406.jpg

“მე დავიბადე და გავიზარდე ისეთ აზერბაიჯანულ ოჯახში, სადაც აზერბაიჯანული ინტელიგენციის ტრადიციული ღირებულებები უმთავრესი იყო. გავიზარდე დიდ ოჯახში, სადაც განათლება და მეცნიერება უდიდესი პრიორიტეტი იყო, სადაც უფროსი ადამიანების ცხოვრების წესი პირადი მაგალითი იყო, გავიზარდე იქ, სადაც ყველა უმცროსი ასაკის ადამიანი გრძნობდა სიყვარულს და, ასევე, პასუხისმგებლობას საკუთარი საქმის მიმართ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე თანამედროვე აზერბაიჯანის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს პიროვნებასთან - ილჰამ ალიევთან. სიცოცხლის ბოლომდე შევინახავ განუზომელ პატივისცემას, აღფრთოვანებასა და სიყვარულს ამ ფენომენალური ადამიანის მიმართ. ის ჩემს ცხოვრებაში მიუღწეველი იდეალი და ჩემი ცხოვრების მთავარი მასწავლებელია.

ჩემი მეუღლე, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უამრავი წელია, ხალხის სამსახურშია. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აზერბაიჯანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი, განვითარებული და პატივსაცემი ქვეყანაა. მისი მთავარი მისიაა, ყველგან და ყოველთვის დაიცვას ჩვენი სამშობლოს ინტერესები.

arzu-da-mehriban-1696592406.jpg
მეჰრიბან ალიევა, შვილთან აზრუ ალიევასთან ერთად

საიდან აქვს მას ამხელა ძალა ამ ურთულეს გზაზე? უპირველეს ყოვლისა, ის ამ ძალას ხალხის მხარდაჭერითა და სიყვარულით იღებს.

მე მჯერა, რომ ბედნიერი პირადი და ოჯახური ცხოვრება, სიყვარულით სავსე გარემო და ურთიერთპატივისცემა ძალიან დიდ როლს თამაშობს.

ძალიან იშვიათად ვთანხმდები ინტერვიუს და არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ისე მოხდა, რომ მე საჯარო პირი ვარ, თუმცა არასდროს მივისწრაფოდი, გავმხდარიყავი პოპულარული ადამიანი.

ilham-mehriban-da-leila-1696592406.jpg
ილჰამ ალიევი მეუღლესთან და შვილ ლეილასთან ერთად

თუ მე შევძელი შედეგების მიღება, თუ ჩემი საქმიანობა სასარგებლოა, ვემსახურები ხალხსა და სამშობლოს, თუ შევძელი დავხმარებოდი იმას, ვისაც ეს სჭირდებოდა, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

ბედნიერებაა - როცა ადამიანი საკუთარ თავს საჭიროდ და სასარგებლოდ გრძნობს, როცა ენდობიან და მხარს უჭერენ. ბედნიერებაა - როცა შენი სინდისი და ფიქრები სუფთაა, როცა სიყვარული და სიკეთე ცხოვრების მთავარი მოტივაციაა“, - აღნიშნავს უცხოურ გამოცემასთან მეჰრიბან ალიევა.