"ომი, გან­ქორ­წი­ნე­ბა, ტრანსფორ­მა­ცია..." - ვერა ბრეჟნევასა ქართველი კომპოზიტორის სკანდალი გრძელდება - კვირის პალიტრა

"ომი, გან­ქორ­წი­ნე­ბა, ტრანსფორ­მა­ცია..." - ვერა ბრეჟნევასა ქართველი კომპოზიტორის სკანდალი გრძელდება

ყველასათვის ცნობილი უკრაინელი მომღერალი ვერა ბრეჟნევა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ შოუ-ბიზნესს ჩამოშორდა, მსმენელს ახალ სიმღერას სთავაზობს. ინსტაგრამის პირად გვერდზე კი პოსტს აქვეყნებს, სადაც განქორწინებასაც ახსენებს.

"ომი, გან­ქორ­წი­ნე­ბა, ტრანსფორ­მა­ცია, მად­ლი­ე­რე­ბა, მუ­სი­კა და ხმა... ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს მინი ალ­ბომ­შია", - წერს წერა ბრეჟნევა ინსტაგრამზე.

ბრეჟნევა ზუსტად არ საუბრობს როდის დაშორდა ქართველ კომპოზიტორს კონსტანტინე მელაძეს, თუმცა ამის შესახებ უცხოურ მედიაში აქამდეც იწერებოდა.

384835319-6447248212039575-593750918404026410-n-1696601275.jpg

"ვია გრას“ ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი ვერა ბრეჟნე­ვა კომ­პო­ზი­ტორ­ზე, კონ­სტან­ტინე მე­ლა­ძე­ზე 2015 წელს და­ქორ­წინ­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს მა­ნამ­დეც ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს გრძელ­დე­ბო­და. ვე­რას გამო კონ­სტან­ტი­ნემ პირ­ვე­ლი ცოლ-შვი­ლი და­ტო­ვა.

რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ვერა ბრეჟნე­ვა და პრო­დი­უ­სე­რი კონ­სტან­ტი­ნე მელ­და­ძე ჯერ კი­დევ 2022 წლის ზა­ფხულ­ში და­შორ­დნენ. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, ამ­ბა­ვი ჯერ კი­დევ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან ორ თვე­ში გავ­რცელ­და.

როგორც ცნობილია, ვერა ბრეჟნევას ცოლად მოყვანამდე ქართველ კომპოზიტორს პირველ ქორწინებაში სამი შვილი ჰყავს - ალისა, ლია და ვალერი.

როგორც რუსული მედია წერდა, კონსტანტინესა და ვერა ბრეჟნევას ურთერთობის ამბავი დიდი დარტყმა იყო მელაძის პირველი მეუღლისთვის.

იანა სუმი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა, რომ "ვია გრას" წევრებზე არც კი ეჭვიანობდა:

„ჩვენი ისტორია საკმაოდ ადვილად დაიწყო, იმ დროს მე 18 წლის ვიყავი, კოსტა კი - 30-ის. წვეულებიდან ვბრუნდებოდით, გზაში ორი ბიჭი შეგხვდა, ერთი ჩემი ნაცნობი იყო, მას კონსტანტინე ახლდა. კოსტამ სტუმრად დაგვპატიჟა საერთო საცხოვრებელში. შემოთავაზება არ მომეწონა და ვუთხარი: „თუ წამოვალ, ვალდებული იქნები ჩემზე იქორწინო-მეთქი“, ის მაშინვე დამთახმდა: „მაშინ, ახლავე წამოდი, დედას გაგაცნობო“. მე კი ისევ ვიცინოდი, კოსტამ შემდეგ პაემანზეც დამპატიჟა. მაშინ ორი საათი დავაგვიანე, ჩამეძინა, რადგან სამსახურისთვის ძალიან ადრე ვდგებოდი, კოსტა 1 საათი მელოდა და წავიდა“, - იხსენებს მელაძის ყოფილი მეუღლე.

სამი შეხვედრის შემდეგ კომპოზიტორმა გოგონას ხელი სთხოვა. იმ პერიოდში კონსტანტინე არ იყო ცნობილი, თუმცა ძმისთვის სიმღერებს აქტიურად წერდა.

meladze-1644581545.jpg

წყვილი 1994 წელს დაქორწინდა, შემდეგ გამოიცა ვალერი მელაძის ცნობილი ალბომი „სერა“. ერთ დღესაც ძმებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები გახდნენ. კომპოზიტორი ბევრი საქმის გამო ოჯახს დროს ვეღარ უთმობდა.

2000 წელს კონსტანტინემ დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულება შეძლო და ქალთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მალე ძალიან პოპულარული გახდა. ჯგუფის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა, ერთხელაც, გუნდში ქერა, მომხიბვლელი გოგონა მივიდა, რომელიც დიდმა აუდიტორიამ შეიყვარა - ვერა ბრეჟნევას იმ პერიოდში ზოგიერთი ყველაზე ლამაზ გოგონადაც თვლიდა.

იანა სუმი არც კი ფიქრობდა, რომ მეუღლე უღალატებდა, ამიტომ, „ვია გრას“ არცერთ წევრზე არ ეჭვიანობდა. მას ეჭვები რამდენიმე წლის შემდეგ გაუჩნდა:

„მაშინ, როცა ჩვენს ვაჟზე ვიყავი ორსულად, რაღაც ეჭვები გამიჩნდა, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცოდი... მე იმ ქალთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც ეჭვის გაჩენისას შეუძლია მეუღლის ტელეფონი აიღოს და გაადამოწმოს... სწორედ ასე, ვერ მოვითმინე ავკრიფე ნომერი და დავურეკე: "არავითარი პრეტენზია არ მაქვს, თუმცა ახლა თქვენთან დარეკვა ჩემთვის დამცირებაა, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი მიზეზით ვაკეთებ, მინდა გავიგო, რა ხდება ჩემს ოჯახში". ვერამ მიპასუხა: „ჩვენ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, როგორც მამა-შვილს, ის ჩემი მასწავლებელია“.

იმ პერიოდში, ვერა ბრეჟნევა მართლაც გათხოვდა და შვილიც შეეძინა, მისი და მიხაილ კიპერმანის ურთიერთობა 2012 წლამდე გაგრძელდა. ამბობდნენ, რომ ბრეჟნევასა და კიპერმანის ოჯახი ვერასა და მელაძის საიდუმლო ურთიერთობის გამო დასრულდა.

უამრავი ჭორის მოსმენის შემდეგ, იანა სუმმა გადაწყვიტა კონსტანტინესთან დაშორება, თუმცა კომპოზიტორს ტრაგიკული ამბავი შეემთხვა. ავტოავარიისას ის 30 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ კომპოზიტორზე დიდი გავლენა მოახდინა, სახლიდან არ გადიოდა და მუსიკალური საქმიანობაც შეწყვიტა. რთული პერიოდის გადალახვაში კი პირველი მეუღლე ეხმარებოდა. ერთ დღეს კი მათთან ვერა ბრეჟნევა მივიდა:

„ეს ქალი პირდაპირ ჩემს სახლში მოვიდა. რატომ? თქვა, რომ დახმარება სურდა. ერთი კითხვა მაწუხებდა, „რისთვის იყო საჭირო ამდენი ადამიანის ცხოვრების დანგრევა? ხომ დაგირეკე. დაითვალე, ცხოვრების რამდენი წელი მომპარეთ, თითქმის 10 წელი!“, - პასუხი კი ეს იყო: „უბრალოდ მაშინ ჩავთვალე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა“, - იხსენებს მელაძის პირველი ცოლი.

წაიკითხეთ სრულად: "ამ ტრაგედიამ კომპოზიტორზე დიდი გავლენა მოახდინა, სახლიდან არ გადიოდა და მუსიკალური საქმიანობაც შეწყვიტა"