რატომ გაასახლეს ბაიდენის გერმანული ნაგაზი თეთრი სახლიდან? - კვირის პალიტრა

რატომ გაასახლეს ბაიდენის გერმანული ნაგაზი თეთრი სახლიდან?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის პი­რა­დი ძაღ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი კო­მან­დე­რი თეთ­რი სახ­ლი­დან გა­ა­სახ­ლეს - ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას პირ­ვე­ლი ლე­დის პრესმდი­ვან­მა გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ძაღ­ლმა პატ­რო­ნის დაც­ვის წევ­რებს არა­ერ­თხელ უკბი­ნა. ბო­ლოს კო­მან­დერ­მა გა­სულ კვი­რას სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტი ისე დაკბი­ნა, რომ ამ უკა­ნას­კნელს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

რა ბედი ელის ძაღლს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ძაღ­ლის აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­ცე­ვის უკვე მე-11 შემ­თხვე­ვაა.

"პრე­ზი­დენ­ტი და პირ­ვე­ლი ლედი ყო­ველ­თვის ფიქ­რო­ბენ თეთ­რი სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ისი­ნი მად­ლი­ერ­ნი არი­ან სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რი­სა და ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი მხა­რის მოთ­მი­ნე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის. ძაღ­ლი ამ­ჟა­მად თეთრ სახ­ლში აღარ იმ­ყო­ფე­ბა. მისი ბედი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და პირ­ვე­ლი ლე­დის სპი­კერ­მა ელი­ზა­ბეტ ალექ­სან­დრემ.

თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის, კა­რი­ნე ჟან-პი­ე­რის თქმით, ძაღ­ლის აგ­რე­სია პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტრე­სით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თეთრ სახ­ლში ცხოვ­რე­ბა არ არის მარ­ტი­ვი. აქ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის სტრე­სუ­ლი გა­რე­მოა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს ში­ნა­ურ ცხო­ველ­ზე“, - ამ­ბობს ჟან-პი­ე­რი.

კი­ნო­ლო­გე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ძაღ­ლის ქცე­ვა შე­საძ­ლოა მარ­თლაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი თეთრ სახ­ლში არ­სე­ბუ­ლი სტრე­სუ­ლი პი­რო­ბე­ბით.

”ძაღ­ლე­ბი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან და ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, სტრე­სულ გა­რე­მო­ში აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა ახა­სი­ა­თებთ“, - ამ­ბობს ერინ ჰეხ­ტი, ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­უ­რი ბი­ო­ლო­გი­ის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ცნო­ბის­თვის, ეს თეთრ სახ­ლში მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. ზუს­ტად იმა­ვე მი­ზე­ზით მა­ნამ­დე ბა­ი­დე­ნის გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი, მა­ი­ო­რი გა­მო­ა­სახ­ლეს და სა­ცხოვ­რებ­ლად პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის წევ­რებ­თან გაგ­ზავ­ნეს.