"ჰამასი" შედეგებზე პასუხს აგებს" - ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა - კვირის პალიტრა

"ჰამასი" შედეგებზე პასუხს აგებს" - ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა გა­მო­ა­ცხა­და - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის არ­მია ავ­რცე­ლებს.

"ბოლო ერთ სა­ათ­ში და­ი­წყო ღა­ზა­დან ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­კე­ტე­ბის მა­სი­უ­რი გას­რო­ლა. ტე­რო­რის­ტებ­მა ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში შე­აღ­წი­ეს. ჰა­მა­სი, რო­მე­ლიც ამ თავ­დას­ხმის უკან დგას, შე­დე­გებ­ზე პა­სუხს აგებს" - ნათ­ქვა­მია ის­რა­ე­ლის არ­მი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შა­ბათს დი­ლით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 6:30 სა­ათ­ზე, პა­ლეს­ტი­ნელ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა სამ­ხრეთ ცენ­ტრა­ლუ­რი ის­რა­ელ­ში მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო სრო­ლე­ბი წა­მო­ი­წყეს. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სულ მცი­რე 1 ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პა, და­იჭ­რა - 15.