"შოკში ვარ, ხალხი შველას ითხოვს... 27 წელია ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი არ მახსოვს..." - რას წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი? - კვირის პალიტრა

"შოკში ვარ, ხალხი შველას ითხოვს... 27 წელია ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი არ მახსოვს..." - რას წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი?

ღა­ზა­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბი გა­ის­რო­ლეს, ის­რა­ელ­ში სი­რე­ნე­ბის ხმა ის­მო­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბის ხმა ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ და ცენ­ტრა­ლურ რე­გი­ო­ნებ­ში ერთ სა­ათ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და.

ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­ტე­ვებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ჰა­მა­სმა" აიღო და დაჯ­გუ­ფე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "ალ-აქ­სას ქა­რიშ­ხა­ლი" და­ი­წყეს.

ის­რა­ე­ლის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ღა­ზას სექ­ტო­რი­დან გას­რო­ლი­ლი რა­კე­ტის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ნიკო ბე­ლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს რომ ის­რა­ელ­ში ხალხი შველას ითხოვს.

"27 წე­ლია ის­რა­ელ­ში ვცხოვ­რობ და ასე­თი სა­ში­ნე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი არ მახ­სოვს, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. შდე­როთ­ში სახ­ლებ­ში უვარ­დე­ბი­ან ტე­რო­რის­ტე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას... ტე­რო­რის­ტე­ბი და­თა­რე­შო­ბენ და უმო­წყა­ლოდ ხო­ცა­ვენ ხალ­ხს, თით­ქმის მთე­ლი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რია იბომ­ბე­ბა მა­სი­უ­რად და ტე­რო­რის­ტე­ბი ქა­ლა­ქებ­ში უმო­წყა­ლოდ ხო­ცა­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბას... ღმერ­თო შენ და­ი­ფა­რე ის­რა­ე­ლი.

შოკში ვარ, ხალხი შველას ითხოვს და ვერც პოლიციამ და ვერც ჯარმა ვერ მოახდინეს დროული და ეფექტური რეაგირება. თუ ასე გაგრძელდა, ხალხს მოუწევს იარაღის აღება და დაცვა თავის ოჯახების და ქვეყნის" - წერს ბე­ლი­აშ­ვი­ლი.