"ჩემი შვილი ნერვიული ბიჭი იყო, არ ვიცი გუშინ რა მოხდა... დანიშნულები იყვნენ, გოგოს მშობლებსაც თანხმობა ჰქონდათ ნათქვამი" - რას ჰყვება საგარეჯოს მკვლელობაში ბრალდებულის მამა? - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი ნერვიული ბიჭი იყო, არ ვიცი გუშინ რა მოხდა... დანიშნულები იყვნენ, გოგოს მშობლებსაც თანხმობა ჰქონდათ ნათქვამი" - რას ჰყვება საგარეჯოს მკვლელობაში ბრალდებულის მამა?

სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, სა­დაც 14 წლის გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვ- სა­დი­გოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მოკ­ლუ­ლი წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან არის. რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვეა, რაც გა­ა­თხო­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძას შვი­ლის ქორ­წი­ლი უნდა გა­და­ე­ხა­და. ქმარ­მა კი გო­გო­ნას სწო­რედ ქორ­წი­ლის სამ­ზა­დი­სის დროს ეს­რო­ლა. ის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა...

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მამა ამ­ბობს, რომ ქორ­წი­ნე­ბა გო­გო­ნას მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბით მოხ­და.

"კარ­გად იყ­ვნენ, რა ვიცი აქ იყ­ვნენ. და­ნიშ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ, გო­გოს მშობ­ლე­ბიც თა­ნახ­მა იყ­ვნენ. მა­გა­რი გოგო იყო. იქ რა მოხ­და არ ვიცი, არა­ვინ არ იცის. ალ­ბათ ახა­ლი ია­რა­ღი იყი­და, არ ვიცი სა­ი­დან ჰქონ­და. პო­ლი­ცია ეძებს, ჩვენც ვე­ძებთ, ნერ­ვი­უ­ლი ბიჭი იყო" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მამა "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას. (გააგრძელეთ კითხვა)