"სკოლამ მოიკითხა გოგონა, მაგრამ მშობლებმა თქვეს, სტუმრად არისო" - ვინ არის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?
საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა კი გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მშობლების სახლში დაბრუნება სურდა, რის საშუალებასაც ასლანოვი არ აძლევდა და ამის გამო მათ შორის ხშირად იყო კონფლიქტი,
როგორც დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ხმალაძე "რუსთავი 2"-ს უყვება, მას შემდეგ რაც 14 წლის გოგოონა სკოლაში არ გამოცხადდა, მოიკითხეს, თმცა მშბლებმა თქვეს, რომ მათი შვილი სტუმრად იყო. (გააგრძელეთ კითხვა)