სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელში სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელში სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

არსებული საფრთხეების საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობამ, „ჰამასმა“ აიღო.

წაიკითხეთ ასევე: "შოკში ვარ, ხალხი შველას ითხოვს... 27 წელია ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი არ მახსოვს..." - რას წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი?