"შაბათს დილით, როდესაც ოჯახები ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ" - რას წერს საქართველოში ისრაელის ელჩი? - კვირის პალიტრა

"შაბათს დილით, როდესაც ოჯახები ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ" - რას წერს საქართველოში ისრაელის ელჩი?

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 22 პირი.

გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის ელჩი ჰა­დას მე­ი­ცა­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

"მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა ის­რა­ელ­ზე, რო­მე­ლიც დი­ლით ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჰა­მა­სმა“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შა­ბათს დი­ლით, რო­დე­საც ოჯა­ხე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, სიმ­ხათ თო­რას აღ­ნიშ­ნა­ვენ, და რო­დე­საც უბ­რა­ლოდ, ერ­თად ყოფ­ნით უნდა ტკბე­ბოდ­ნენ, მათ თავ­შე­სა­ფარ­ში გაქ­ცე­ვა უწევთ" - წერს ჰა­დას მე­ი­ცა­დი Facebook გვერ­დზე.