"ფანჯრები დაკეტილი მაქვს, მარტო ვცხოვრობ... სარდაფშიც ვერ გავდივარ, ეგეც საშიშია, ქუჩებში ტერორისტები დადიან" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?
დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.
ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა.
ქეთი გოგავა რვა წელია რაც ისრაელში, კერძოდ კი იერუსალიმში ცხოვრობს. Ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქალაქის ქუჩებში ტერორისტები დადიან და სარდაფში ჩასვლის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა
ქეთი გოგავა:
- იერუსალიმში ვცხოვრობ, აქ დილიდან იყო განგაშის სირენები. ახლა მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ გარეთ არ უნდა გავიდეთ. როგორც ვიცი, ბევრი ტერორისტია აქაც შემოსული. სარდაფშიც ვერ გავდივარ, ეგეც საშიშია, მაგრამ ამ წუთებში ჯერჯერობით არ არის განგაში სირენა, შეწყდა, მაგრამ ქუჩებში რომ ტერორისტები დადიან, მაინც საშიშია. (გააგრძელეთ კითხვა)