"ძალიან მძიმე ვითარებაა... ტერორისტები მოსახლეობაში გავიდნენ და კარზე აკაკუნებენ, ვითომ სამხედროები არიან" - რას ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველები?
დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.
ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა.
ისრაელში მცხოვრები ქართველები მედიასთან რთული ვითარების შესახებ საუბრობენ.
"მოსახლეობაში გავიდნენ და კარებზე აკაკუნებენ, ვითომ სამხედროები არიან... აქაური მთავრობაც უკვე ამას ომს უწოდებს" - ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი.
ვიდეო: "მთავარი არხი"