"ცახალი" - რას წარმოადგენს ისრაელის არმია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია: "48 საათში 3,11 მილიონ შეიარაღებულ ადამიანს შეუძლიათ მოუყარონ თავი" - კვირის პალიტრა

"ცახალი" - რას წარმოადგენს ისრაელის არმია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია: "48 საათში 3,11 მილიონ შეიარაღებულ ადამიანს შეუძლიათ მოუყარონ თავი"

ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის კონ­ფლიქ­ტი სულ უფრო ღრმავ­დე­ბა. "ჰა­მა­სმა" გამ­თე­ნი­ი­სას ის­რა­ელ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა და ამ დრომ­დე ჯა­რებს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მი­ნი­მუმ შვიდ ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის­რა­ე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ჰა­მა­სმა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2200-ზე მეტი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა. არე­უ­ლო­ბაა რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, ტე­რო­რის­ტებს ტყვედ აჰ­ყავთ რო­გორც სამ­ხედ­რო­ე­ბი, ისე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა.

თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 545-მდე გა­ი­ზარ­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ი­ღუ­პა სულ მცი­რე 22 პირი. ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ ჰა­მა­სის წი­ნა­აღ­მდეგ კონ­ტრშე­ტე­ვა უკვე და­ი­წყო. ოპე­რა­ცი­ას "რკი­ნის ხმლე­ბი“ ჰქვია.

"ცა­ხა­ლი" - არ­მია, რო­მე­ლიც მუდ­მივ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­შიათა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის თით­ქმის 75-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­ტა­რა ის­რა­ელ­მა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი არ­მი­ის შექ­ნა შეძ­ლო. სხვებ­თან შე­და­რე­ბით, მცი­რე რი­ცხოვ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღეს ის­რა­ელს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით საკ­მა­ოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, მო­ბი­ლუ­რი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჰყავს.

israeli-army-1696683803.jpg

"ცა­ხა­ლი" - ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის არ­მია, სა­ხელ­მწი­ფო ის­რა­ე­ლის და­არ­სე­ბი­დან ორ კვი­რა­ში შე­იქ­მნა. შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი დავით ბენ-გუ­რი­ონ­მა 1948 წლის 26 მა­ისს მო­ა­წე­რა. ახ­ლად შექ­მნი­ლი თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ნათ­ლად გა­ი­აზ­რა ახალ­დშექ­მნი­ლი ის­რა­ე­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. (გააგრძელეთ კითხვა)