"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა..." - როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი "ტიკ ტოკს" მიღმა, ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

"რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში ის მოხდა..." - როგორია ცნობილი იუმორისტის რეალური ცხოვრება: დათუნა ტატულაშვილი "ტიკ ტოკს" მიღმა, ოჯახზე, ბავშვობასა და კარიერაზე

"რა­საც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ის მოხ­და. ამი­ტომ ჩემ­ზე პა­ტა­რებს ვე­ტყვი, ყო­ველ­თვის სჯე­რო­დეთ, რაც უნ­დათ, აუ­ცი­ლებ­ლად აუხ­დე­ბათ. ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­რონ, ცხოვ­რე­ბა არის სი­ურპრი­ზე­ბით სავ­სე, ოღონდ, შრო­მაა მთა­ვა­რი, შრო­მის გა­რე­შე არა­ფერს აქვს აზრი, თა­ვი­სით არა­ფე­რი მოვა. უნდა მო­ი­წა­დი­ნო, რომ შე­დე­გი მო­ი­ტა­ნო,“ - გვე­უბ­ნე­ბა და­თუ­ნა ტა­ტუ­ლაშ­ვი­ლი, ბიჭი, რო­მე­ლიც "და­თუ­ნა­თათ" - ამ სა­ხე­ლით არის "ტი­კტოკ­ზე" ცნო­ბი­ლი. იუ­მო­რის­ტია და 419.500-ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

მისი ვი­დე­ო­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შარ­ჟია. და­თუ­ნას კონ­ტენ­ტი ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა არა მხო­ლოდ "ტი­კტოკ­ზე", არა­მედ - "ფე­ის­ბუქ­ზეც". ერთი წე­ლია, ის „შა­ბა­თის შოუს“ გუნ­დის წევ­რიც გახ­და და მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე აქე­და­ნაც გა­იც­ნო.

AMBEBI.GE ცნო­ბილ „ტი­კტო­კერს“ და­თუ­ნა ტა­ტუ­ლაშ­ვი­ლის ესა­უბ­რა.

380145407-1679049985909515-3428678718096832994-n-42220-1696702523.jpg

- "ტიკ ტოკ­ზე“ იმ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რია გყავს, მგო­ნი, კენ­ჭი უნდა იყა­რო. რას იტყვი?

- კარ­გი აზ­რია, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა ბო­ლოს მა­ინც ყვე­ლა­ფერს აფუ­ჭებს...

- გა­სა­გე­ბია... ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი ხარ - რას ნიშ­ნავს ეს შენ­თვის?

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა მაქვს... დღეს ამ­დე­ნი გა­მომ­წე­რი რომ მყავს, ხალ­ხს რომ ვუყ­ვარ­ვარ და "შა­ბა­თის შოუს“ წევ­რი რომ ვარ, - ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვუდ­გენ­დი. ჩემ­თვის სი­ურპრი­ზია ის, რაც ახლა ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მგო­ნი, ამ ყვე­ლა­ფერ­ში იღ­ბა­ლი­ცაა ჩარ­თუ­ლი.

380343773-340106195100813-4845953594174397291-n-42230-1696702523.jpg

- "ტიკ ტოკ­ზე“ შენი უამ­რა­ვი ვი­დე­ო­დან ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს - სა­დაც სა­ოც­რად და უც­ნა­უ­რად ცეკ­ვავ...

- ყვე­ლა ვი­დე­ოს თა­ვის ის­ტო­რია აქვს... ვხდე­ბი, რო­მელ­საც გუ­ლის­ხმობთ... ერთხელ სამ­სა­ხუ­რი­დან დაღ­ლი­ლი მო­ვე­დი, მუ­სი­კას, რაც მაგ ვი­დე­ოს ახ­ლავს, შემ­თხვე­ვით წა­ვა­წყდი, რო­მელ­ზეც ვი­ღაც უცხო­ე­ლი კაცი ცეკ­ვავ­და. იდეა გა­მიჩ­ნდა - მეც ჩა­მე­წე­რა... კერ­ძო სახ­ლში ვცხოვ­რობ, ეზო­ში გა­ვე­დი, დე­დის, ბე­ბი­ის ძველ­მა­ნი ტან­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი, იმ მუ­სი­კა­ზე პირ­ვე­ლი­ვე ჩა­წე­რა­ზე ეგ ვი­დეო გა­მო­ვი­და, რაც მაგ­რად აი­ტა­ცეს. (გააგრძელეთ კითხვა)