"ისრაელის თავდაცვის ძალები მთელ ძალას გამოიყენებს „ჰამასის“ გასანადგურებლად - გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება"
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად შეიარაღებული ძალების მთელ ძალას გამოიყენებს.
მისი თქმით, „ჰამასმა“ დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე უდანაშაულო ახალგაზრდები და მოხუცები არიან.
„გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი ყველას დახოცვა. ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და უზრუნველვყოფ, რომ აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელის თავდაცვის ძალები მთელ თავის ძალას გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელი „ჰამასს“ ყველგან დაარტყამს და შურს იძიებს იმისთვის, რაც ახლა ხდება.
„მოვუწოდებ ღაზას მაცხოვრებლებს, ახლავე გაეცალონ, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან მთელი ძალით. ისრაელი მიაღწევს ყველგან, სადაც "ჰამასი" იმალება. ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მომხდარა ისრაელში. ძლიერად ვიძიებთ შურს ამ შავი დღისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.