"არ შეშინდეთ მეგობრებო, ერთად ყოფნა გვაძლიერებს..." - როგორ ამხნევებს ანსამბლი "გორდელა" ისრაელში ბუნკერში მყოფებს
ანსამბლ "გორდელას" წევრები, რომლებიც ამჟამად ისრაელში იმყოფებიან, სხვა ქართველებთან ერთად ბუნკერს აფარებენ თავს. იქ მყოფებს კი სიმღერით ამხნევებენ
"ისრაელი..
🇬🇪 გორდელა...
არ შეშინდეთ მეგობრებო, ერთად ყოფნა გვაძლიერებს...
ხშირად სირენები ირთვება და უსაფრთხო ბუნკერში ჩავდივართ. გულს სიმღერით და კარგი განწყობით ვიმაგრებთ, ასევე თქვენი კეთილი კომენტარები გვაიმედებს.
ზოგს გონია არ გვეშინია, გეშინია, როგორ არ გვეშინია, მაგრამ ძალიან ცოტა.
ჩვენ ერთად ვართ მთავარია სიყვარულით და სიყვარულში".