მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით რეისები გააუქმეს - კვირის პალიტრა

მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული მასშტაბური შეტევის ფონზე, მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ათობით ავიარეისი გააუქმეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ავიაკომპანიებს შორის არიან: American Airlines, Air France, Lufthansa, Emirates, Ryanair და Aegan Airlines.

პარიზიდან თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა ავიაკომპანია Transavia-მაც. ამასთან, ვარშავაში პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა განაცხადა, რომ დღეს, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა.