"მორჩა-მეთქი, აქ დავასრულე სიცოცხლე...არი­ან და­მა­ლუ­ლე­ბი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და ხო­ცა­ვენ ხალ­ხს" - რას ყვება ისრაელში მყოფი ქართველი იქ განვითარებულ მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"მორჩა-მეთქი, აქ დავასრულე სიცოცხლე...არი­ან და­მა­ლუ­ლე­ბი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და ხო­ცა­ვენ ხალ­ხს" - რას ყვება ისრაელში მყოფი ქართველი იქ განვითარებულ მოვლენებზე

"ახლა სი­წყნა­რეა, ხალ­ხი უკვე სა­მუ­შა­ოდ გა­ვი­და, მეც წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში", - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-სთან ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი, თაკო ღლონ­ტი ამ­ბობს.

თაკო ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა:

"მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი სი­რე­ნა არ ჩარ­თუ­ლა. ჩემი მე­გობ­რის შვი­ლე­ბი არი­ან წა­სუ­ლე­ბი, ჯარ­ში არი­ან, იქე­დან და­რე­კეს და დე­და­მისს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ღა­ზა­ში ის­რა­ელ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა.

იქი­დან მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი გა­მოს­რო­ლაც აღარ ყო­ფი­ლა ის­რა­ე­ლის­კენ.

ბო­ლოს სი­რე­ნა ჩა­ირ­თო გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის ათ სა­ათ­ზე. რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი ხმა იყო იცით? მეთ­ქი მორ­ჩა, აქ და­ვას­რუ­ლე სი­ცო­ცხლე, იმი­ტომ რომ ზე­დი­ზედ ბევ­რი რა­კე­ტა ის­რო­ლეს, ეს გუმ­ბა­თი ვე­ღარ მო­ე­რია და ორი ჩა­მო­ვარ­და. ისე­თი ხმა იყო, ფან­ჯრე­ბი სულ ზან­ზა­რებ­და, კორ­პუს­მაც და­ი­ზან­ზა­რა, მეთ­ქი, მოვ­კვდით, და­ვი­ხო­ცეთ. ამის შემ­დეგ აღარ ყო­ფი­ლა მათი მხრი­დან არა­ფე­რი.

ახლა ერ­თა­დერ­თი დარ­ჩე­ნი­ლია, რომ შე­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ფე­ხით "ჰა­მა­სის" წევ­რე­ბი, ოღონდ სამ­ხრე­თის­კენ. "არი­ან და­მა­ლუ­ლე­ბი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და ხო­ცა­ვენ ხალ­ხს რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, ზოგი და­ი­ჭი­რეს.

ამ ეტაპ­ზე სხვა ხმრივ, სი­წყნა­რეა. ხალ­ხი უკვე სა­მუ­შა­ო­ზე გა­ვი­და, მეც წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში", - ამ­ბობს თაკო ღლონ­ტი. იხილეთ სრულად