ოფიციალური ცნობებით, ისრაელში გარდაცვლილთა რიცხვი 600-ს აჭარბებს, ღაზა კი 370 დაღუპულის შესახებ იტყობინება - კვირის პალიტრა

ოფიციალური ცნობებით, ისრაელში გარდაცვლილთა რიცხვი 600-ს აჭარბებს, ღაზა კი 370 დაღუპულის შესახებ იტყობინება

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის „ფეისბუქზე” გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

რაც შეეხება პალესტინას, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"