ისრაელში წარმოშობით ქართველი პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ისრაელში წარმოშობით ქართველი პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი დაიღუპა

ის­რა­ელ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი, იცხაკ ბა­ზუ­კაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლებს

უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია 32 ოფიც­რის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში და­ი­ღუპ­ნენ. მათ შო­რის არის ბა­ზუ­კაშ­ვი­ლიც.

პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იცხაკ ბა­ზუ­კაშ­ვი­ლი, სე­გევ შა­ლო­მის სად­გუ­რის მე­თა­უ­რი იყო.

შა­ბათს, 7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ზე "ჰა­მა­სმა“ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათ შო­რის ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბის გას­რო­ლით; ასე­ვე მებ­რძო­ლე­ბის შე­ტე­ვით სახ­მე­ლე­თო, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო გზით. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის­რა­ელ­ში და­ღუ­პუ­ლია 600-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლია 2000-ზე მეტი. "ჰა­მა­სმა“ მძევ­ლად აიყ­ვა­ნა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი. თა­ვის მხრივ, ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის სა­პა­სუ­ხო ტალ­ღა და­ი­წყო. პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ღა­ზა­ში 370 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა და 2 200 და­იჭ­რა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პი­რო­ბა დადო, რომ "მტე­რი ისეთ სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს“. ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­მა ის­რა­ე­ლის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის მე-40 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად ომი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და.