ღაზის სექტორის მახლობლად, 7-8 ლოკაციაზე ბრძოლები მიმდინარეობს - ბოლო ინფორმაცია ისრაელიდან - კვირის პალიტრა

ღაზის სექტორის მახლობლად, 7-8 ლოკაციაზე ბრძოლები მიმდინარეობს - ბოლო ინფორმაცია ისრაელიდან

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასის“ შეიარაღებულ პირებს შორის სამხრეთ ისრაელში ღაზის სექტორის მახლობლად 7-8 ლოკაციაზე კვლავ ბრძოლა მიმდინარეობს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ღაზაში 1 000-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს.

„ამ ოპერაციის ფარგლები სრულიად განსხვავებულია. იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე ველოდით, რომ ყველაფერი თავდაცვით, უსაფრთხოების მდგომარეობას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა ბრიფინგზე.

"ინტერპრესნიუსი"