შემზარავი სტატისტიკა - ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 436-მდე გაიზარდა, ისრაელმა 700-მდე მოქალაქე დაკარგა - კვირის პალიტრა

შემზარავი სტატისტიკა - ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 436-მდე გაიზარდა, ისრაელმა 700-მდე მოქალაქე დაკარგა

ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 436-მდე გაიზარდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 81 ბავშვი და 61 ქალია.

უწყების ცნობით, დაშავებულია 2 271 ადამიანი, მათ შორის 244 ბავშვი და 151 ქალი.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"