საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე - ირაკლი ღარიბაშვილი - კვირის პალიტრა

საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველო და აზერბაიჯანი პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენაზე მუშაობენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში. (გააგრძელეთ კითხვა)