"ველოსიპედით სეირნობდა და ვიღაც მთვრალი დაეჯახა, ერთი კვირა იყო ბრძოლა გადარჩენისთვის" - რას ამბობს თაკო ჩხეიძე 15 წლის მოდელის გარდაცვალებაზე - კვირის პალიტრა

"ველოსიპედით სეირნობდა და ვიღაც მთვრალი დაეჯახა, ერთი კვირა იყო ბრძოლა გადარჩენისთვის" - რას ამბობს თაკო ჩხეიძე 15 წლის მოდელის გარდაცვალებაზე

დღეს, დი­ლით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი მა­რი­შა გვი­და­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. 15 წლის გო­გო­ნა, თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში ჯერ მხო­ლოდ დამ­წყე­ბი მო­დე­ლი იყო და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ჯე­ო­მო­დე­ლის“ სტუ­დი­ა­ში და­დი­ო­და. სა­ა­გენ­ტოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მა­რი­შა გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ნა იყო და მას წინ დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და. მხო­ლოდ მის ასაკს ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ გო­გო­ნას დიდ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა კონ­ტრაქ­ტი.

მა­რი­შა გვი­დანს ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. გო­გო­ნა ერთი კვი­რა იბ­რძო­და სი­ცოხ­ლის­თვის, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის გამო, მისი გარ­და­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

თაკო ჩხე­ი­ძე:

- ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­და და ვი­ღაც მთვრა­ლი და­ე­ჯა­ხა, ერთი კვი­რა იყო ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ წუ­ხელ ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალდა.

- რო­დის მო­ვი­და თქვენს სა­ა­გენ­ტო­ში მო­დე­ლად?

- ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვი იყო, ჩვენ­თან სტუ­დი­ა­ში და­დი­ო­და. ასა­კით ჯერ პა­ტა­რა იყო, ახლა გახ­და 15 წლის. ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი იყო, მივ­ყვე­ბო­დით, ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, ვე­ლო­დე­ბო­დით ასაკს, რომ დიდ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა კონ­ტრაქ­ტი. ძა­ლი­ან კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. სა­ოც­რად აღ­ზრდი­ლი, ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხე­ნით ჯი­რი­თი... სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ...

- თბი­ლის­ში მოხ­და ეს შემ­თხვე­ვა? გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები