ბათუმი-მახინჯაურის გზაზე ავარია მოხდა - არის მსხვერპლი
ბათუმი-მახინჯაურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.
IPN