2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება - კვირის პალიტრა

2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება

2024 წლი­დან პირ­ველ კლას­ში შეს­ვლას ის ბავ­შვე­ბი შეძ­ლე­ბენ, ვი­საც 6 წელი 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე უს­რულ­დე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა გა­ნა­ცხა­და.

"გან­ვი­ხი­ლეთ სკო­ლა­ში შეს­ვლის ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი. დიდი ინ­ტე­რე­სი და მშობ­ლე­ბის მხრი­დან მო­მარ­თვაა ბოლო წლებ­ში და ამ სა­კი­თხზე და ცვლი­ლე­ბა და­ვი­წყეთ 2 წლის წინ.

სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ობი­ექ­ტუ­რი წყალ­გამ­ყო­ფია 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, ვი­საც 6 წელი შე­უს­რულ­და.

ცვლი­ლე­ბა შევა შემ­დეგ სას­წავ­ლო წელს და სკო­ლა­ში შეს­ვლა შე­ეძ­ლე­ბა მას, ვი­საც 6 წელი შე­უს­რულ­და 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე, ხოლო 2025-2026 წლებ­ში უკვე მათ შე­ეძ­ლე­ბათ სკო­ლა­ში შეს­ვლა, ვი­საც 6 წელი 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით შე­უს­რულ­დე­ბა.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და თუ მშო­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბავ­ში არაა სკო­ლის­თვის მზად, ბაღს ვუ­ტო­ვებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და მშო­ბელს შე­უძ­ლია და­ტო­ვოს ბაღ­ში და ერთი წლის შემ­დეგ შე­იყ­ვა­ნოს”,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 2024-2025 სას­წავ­ლო წელს პირ­ველკ­ლა­სე­ლი და­მა­ტე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 5 ათა­სი ბავ­შვი გახ­დე­ბა.