მოტეხილი ხე ავტომობილს დაეცა - რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა თბილისში? - კვირის პალიტრა

მოტეხილი ხე ავტომობილს დაეცა - რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა თბილისში?

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საბურთალოს რაიონში, ქარის გამო, ხეს ტოტები მოტყდა, მათ შორის ერთ მისამართზე, მოტეხილი ხე ავტომობილს დაეცა.

„ძირითადად შეიქმნა პრობლემები საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ვაჟა-ფშაველას და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე, სადაც ხეს მოტყდა ტოტები და გზაზე დაეცა. ამასთან, პოლიტკოვსკაიაზე დაპარკინგებულ მანქანას დაეცა ხის ტოტები, თუმცა არავინ არ დაზიანებულა. აგრეთვე, ზაქარიაძის ქუჩაზეც ხეს მოტყდა ტოტები, ყველა ტოტები დამუშავებულია მეხანძრე-მაშველების მიერ“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"