"ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება - კვირის პალიტრა

"ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება

"ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება. ინფორმაციას „ჰამასის“ ერთ-ერთი სამხედრო ფრთის სპიკერი აბუ ობაიდა ავრცელებს.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვის სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , - განაცხადა აბუ ობაიდამ.

„ჰამასის“ ინფორმაციით, მათ 100-ზე მეტი მძევალი ჰყავთ.

"ინტერპრესნიუსი"